რუსეთში ხანძრების შედეგად ქალაქები იწვის-არის მსხვერპლი (ფოტო-ვიდეო)

თბილი ამინდების დადგომასთან ერთად რუსეთის რეგიონებში ხანძრებმა იფეთქა, რაც ამ ქვეყნის რეგიონებისათვის არც თუ უჩვეულო მოვლენაა, თუმცა იმან რაც ამჟამად ხდება, შესაძლებელია ყველა დრინდელი რეკორდი მოხსნას და კატასტროფამდე გადაიზარდოს.
რუსული მედიით გავრცელებული ინფრმაციით, კრასნოიარსკის მხარეში ორი ქალაქი და ერთი დასახლებული პუნქტი ცეცხლმა მოიცვა.
ქალაქები კანსკი, ლესოსიბირსკი და დაბა სტრელკა, მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ ტყის მასივებთან ერთად იწვის. მეხანძრეები ვერ ახერხებენ ხანძრის ჩაქრობას, რომელიც არა სახლებად, არამედ უკვე კვარტალ-კვარტალ შთანთქავს ქალაქებს. ერთადერთი რასაც მეხანძრეები და მაშველები წარმატებით ახერხებენ, არის ადამიანების ევაკუაცია საშიში ზონიდან, რამაც ამ დრომდე მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მსხვერპლი მაინც არის. რუსული მედიის ონფორმაციით, კანსკში ხანძარს ამ დროისთვის ორი ზრდასრული და ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

 

https://youtu.be/yc7a6xzLqKY

banner
წინა სტატიაშითბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ტრამპის სკანდალური საქციელი NATO-ს სამიტზე