რუსეთში “ისლამური სახელმწიფოს” 7 წევრი დააკავეს, რომლებიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ

დაღესტანში ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” შვიდი სავარაუდო წევრი დააკავეს -ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ავრცელებენ.
სპეცსამსახურები თვლიან, რომ დაკავებულები “რეზონანსული ტერორისტული აქტების სერიას” გეგმავდნენ მოსკოვის რეგიონში.
სავარაუდო ტერორისტები “ისლამური სახელმწიფოს” ემისრის უშუალო მითითებებით მოქმედებდნენ, რომელიც სირიაშია.
დაკავებისას ეჭვმიტანილებს აღმოაჩნდათ იარაღი, ყუმბარები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და თვითნაკეთი ბომბის დასამზადებლად საჭირო კომპონენტები – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიევგენი კარლოვის მკვლელის სავარაუდო მეგობარი გოგონა რუსეთში დაკითხეს
შემდეგი სტატიაჩინელებმა უზარმაზარი მამალი დაამზადეს, რომელიც ტრამპს ჰგავს