რუსეთში დააკავეს ოჯახი, რომელიც 20 წლის მანძილზე კლავდა და ჭამდა ადამიანებს

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში სამართალდამცავებმა დააკავეს კანიბალი ცოლ-ქმარი, რომლებიც 20 წლის მანძილზე კლავდნენ და ჭამდნენ ადამიანებს.
ამის შესახებ იუწყება “телеграм-канал Mash”. ამ მომენტისთვის სამართალდამცავებმა დაამტკიცეს 7 მკვლელობის ფაქტი. წინასწარი მონაცემებით, ცოლ-ქმარი 30 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
კანიბალთა ოჯახის გმოაშკარავება შემთხვევით მოხდა. ქალაქში, კერძოდ რეპინის ქუჩაზე, საგზაო სამსახურის თანამშროლებმა იპოვეს ტელეფონი, სადაც აღმოაჩინეს მამაკაცის ფოტო დასახიჩრებული გვამების ფონზე. ეჭვმიტანილთა სახლში ნაპოვნი იქნა მსხვერპლთა ტელეფონები და პირადი ნივთები. ამ დროისათვის აღმოჩენილია 8 გვამი. ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლთა ვინაობა.
აღსანიშნავია, რომ ქალი ექთნად მუშაობდა პილოტთა სასწავლებელში და არის ვარაუდი, რომ მას შეეძლო კურსანტების ადამიანის ხორცით გამოკვება.
ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეები არ არიან ფსიქიკურად დაავადებულები.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმმა 4 დაკავებული ქართველი გაანთავისუფლა ჯარიმის გადახდის შემდეგ
შემდეგი სტატიაქურთისტანის რეფერენდუმის პირველადი მონაცემები