რუსეთში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი და სამი უცხოელია

ავიაკატასტროფაში გარდაცვლილთა შორის სამი უცხოელია. ინფორმაციას ორენბურგის ოლქის ადმინისტრაცია ადასტურებს. ერთ-ერთი მათგანი შვეიცარიის მოქალაქეა. დაუდასტურებელი ინფორმაციით გარდაცვლილია აზერბაიჯანის მოქალაქეც. ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ ქვეყნდება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანია – 17 წლის ილია, 12 წლის ევგენი და 5 წლის ნადეჟდა.

სულ გარდაცვლილია 71 ადამიანი, მათ შორის 6 ეკიპაჟის წევრია.

რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. ის სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „ოცნება“ ჭაობში – გადარგული ხის მისტერია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: სტალინი ჟანდარმებისგან მისმა დიდმა ბებიამ იხსნა