რუსეთს, ტრამპის თანაშემწეებს და WikiLeaks-ს დემოკრატებმა სასამართლოში უჩივლეს

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა სასამართლოში მრავალმილიონიანი საჩივარი შეიტანა რუსეთის, დონალდ ტრამპისა და WikiLeaks-ის წინააღმდეგ – მათ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას შეთქმულებაში ედებათ ბრალი – 20 აპრილს The Washington Post-ი წერს. საჩივარი მანჰეტენის სამხარეო ფედერალურ სასამართლოში დაარეგისტრირეს. მასში ნათქვამია, რომ რესპუბლიკელების მაღალჩინოსნები რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან შეთქმულებაში შევიდნენ ტრამპის ხელისუფლებაში მოსაყვანად. მათ ამის განხორციელება კი გადაწყვიტეს დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების გატეხვით, რომ ჰილარი კლინტონის კანდიდატურასთვის ზიანი მიეყენებინათ.
“2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას რუსეთმა ჩვენს დემოკრატიაზე გადამწყვეტი დარტყმა განახორციელა და ამისთვის მზა და აქტიური პარტნიორი დონალდ ტრამპი იპოვა” – განაცხადა დემოკრატების წარმომადგენელმა ტომას პერესმა. მისი თქმით, მტრადგანწყობილ ქვეყანასთან კავშირი გამარჯვებისთვის – გამყიდველობის უპრეცენდენტო აქტია.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრე გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაგენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – ყოფილი ბრალდებულის ოჯახის წევრებმა მანქანებში მოსასმენი აპარატურა იპოვეს