“რუსეთს სურს ტერორისტების მფარველად გამოგვაჩინოს, ამით დისკრედიტაციას უწევს თურქეთსაც”

რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფომრაციას იმის შესახებ, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს ეძებენ, რომელიც რუსეთში თავდასხმებს გეგმავს, თბილისში მიზანმიმართულ კამპნიად აფასებენ. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მოსკოვი ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას და საქართველოსთან ერთად თურქეთის დისკრედიტაციას ცდილობს. ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

“რუსეთის მცდელობას წარმოადგენს საქართველო წარმოჩნდეს საქართველო, როგორც ტერორისტების მფარველი ქვეყანა. რუსეთი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს. როდესაც მან დეზინფორმაცია გაავრცელა, რომ ეს ადამიანი თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში. ამით ის დისკრედიტაციას უწევს თურქეთსაც,”- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მამუკა არეშიძე კი ფიქრობს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთთან მიუხედავად არსებული ურთიერთობებისა ინფორმაციები უნდა გაცვალოს.

“მიზანმიმართული კამპანიის ნიშნები არის. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს. შესაძლოა იყოს გარკვეული ფაქტები. ყურადღება გასაათმაგებელია, საქართველომ ინფორმაციის გაცვლის კუთხით რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს მიუხედავად არსებული ურთიერთობისა,”- აცხადებს არეშიძე.

banner
წინა სტატიაში“საბჭომ საზოგადოებრივი აზრის გაჩუმება კი არ უნდა მოითხოვოს მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე უნდა იზრუნოს”
შემდეგი სტატიამამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალბატონი ცხელ კვალზე დააკავეს