რუსეთს სირიიდან გემები გამოყავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომ სირიაში რუსულ დაჯგუფებებს შეამცირებს – გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების შესაბამისად მიიღეს. კონფლიქტის ზონას პირველად “ადმირალი კუზნეცოვი” დატოვებს.
“კუზნეცოვთან” ერთად გამოვა ხომალდი “პეტრე დიდიც”, ასევე, გემები, რომლებიც მათ აცილებდნენ. ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადი დისლოკაციის ადგილზე გადასვლა დღეს დაიწყება. სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ “მათ თავიანთი მისია უკვე შეასრულეს”.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ სამხრეთ კორეადან ელჩი გამოიწვია
შემდეგი სტატიაWSJ-ი გერმანელი სამართალდამცველების მიერ ბერლინის ტერორისტის საფრთხის შეფასების უუნარობაზე წერს