რუსეთს სირიაში ვერტმფრენის ჩამოგდებაზე საკუთარი ვერსია აქვს

ახალი წლის ღამეს სირიაში რუსეთის კუთვნილი Mi-24  ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას, ბორტზე მყოფი ორი  რუსი პილოტი ემსხვერპლა.

დამოუკიდებელი სირიული წყაროების ცნობით,  რუსული ვერტმფრენი ასადის ოპოზიციურმა სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ, სირიულმა წყაროებმა 1 იანვარს გაავრცელეს.

ინციდენტიდან მესამე დღეს, რუსეთის თვადაცვის სამინისტრომ დაადასტურა ვერტმფრენის ჩამოვარდნის და პილოტების დაღუპვის ინფორმაცია, თუმცა თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ვერტმფრენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა და ხმელეთიდან მისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – კონსილიუმმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება დასაშვებად ცნო
შემდეგი სტატიადისიდენტი და სახაროვის თანამებრძოლი ვალერი ჩალიძე გარდაიცვალა