რუსეთს სამხედრო დანაშაულებებში სდებენ ბრალს

siriyaსაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ რუსეთის პოზიციას სირიაში ცინიკური უწოდა -ამის შესახებ ტელეარხ TV5 Monde-ს ეთერში განაცხადა.
“რუსეთს მოვუწოდებ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს. აუცილებელია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ალეპოში სიტუაციის შესახებ რეზოლუციას უყარონ კენჭი. საავადმყოფოებზე ავიადარტყმა სამხედრო დანაშაულია. რუსეთი მზად არის ამ პასუხისმგებლობისთვის” – თქვა მინისტრმა.
“რუსეთი ალეპოზე საკუთარი დარტყმების ეფექტურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ტერორისტებს ბომბავს. ამავე დროს შემთხვევის ადგილებიდან საშინელი კადრები ვრცელდება. საუბარია სამოქალაქო პირებზე. აუცილებელია, რომ ეს ცინიზმი შეწყდეს” – დაამატა ეირომ.

banner
წინა სტატიაშიგადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს… ნარმანია ყველაზე დაბალ რეიტინგული პიროვნებაა
შემდეგი სტატიალიბიაში ჰოლანდიელი ჟურნალისტი მოკლეს