რუსეთს საერთაშორისო ოლიმპიური თამაშებიდან გარიცხვა ემუქრება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდა რუსეთს მსხვილი ტურნირების ჩატარების უფლება ჩამოართვას, კერძოდ, საუბარია 2019 წელს ევროპის თამაშებზე.

სოკ-მა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში ნებისმიერი სახის სპორტული შეჯიბრებების პატრონაჟისგან თავი შეიკავოს დოპინგის სკანდალის საბოლოო გამოძიებამდე. ჩამონათვალში მოცემულია 2019 წლის ევროპული თამაშები (ორგანიზატორია ევროპის ოლიმპიური კომიტეტი), რომლის ჩატარება რუსეთს უნდოდა და რომლის ორგანიზებას ევროპის ოლიმპიური კომიტეტი აპირებდა – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოკ-მა გაავრცელა.

ანტიდოპინგის მსოფლიო სააგენტოს კომისიამ (WADA) 18 ივლისს საზოგადოებას 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგის მაქინაციებზე წარუდგინა მოხსენება. რიჩარდ მაკლარენის კომისიამ განაცხადა, რომ იპოვა იმის მტკიცებულებები, რომ რუსულ სპორტში დოპინგის პროგრამას სახელმწიფოს დონეზე უჭერდნენ მხარს, რასაც სპორტის სამინისტროში რამდენიმე ჩინოვნიკის გადადგომა მოყვა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რუსეთის ოლიმპიური თამაშებოდან გარიცხვის საკითს მომავალ შაბათ-კვირას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3480 ლარია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს გუნდს აქვს სრული პოტენციალი, რომ თავდადებულად ემსახუროს საქართველოს მოქალაქეებს