სირიის ქალაქ პალმირას ნანგრევებზე რუსეთი სამხედრო ქალაქს აშენებს

სირიის ქალაქ პალმირას ნანგრევებზე რუსეთი სამხედრო ქალაქს აშენებს

7რუსი სამხედროები სირიის ქალაქ პალმირას ნანგრევებში რუსულ სამხედრო ბაზას აშენებენ, – იუწყება ამერიკელი არქეოლოგების წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც ნათქვამის საილუსტრაციოდ თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინიციატივა“, რომელიც ამერიკული სკოლის კვლევების პროგრამაა, ამტკიცებს, რომ პალმირის ნანგრევების კიდეზე მშენებლობის კვალი ჩანს, რასაც ორგანიზაცია სამხედრო ბაზად თვლის, თუმცა ოფიციალური მოსკოვი ამ ინფორმაციას უარყოფს – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა, რომ სინამდვილეში, ფოტოებზე „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დროებითი ბანაკია“ აღბეჭდილი.
შეგახსენებთ, რომ პალმირა, რომელიც თითქმის 10 თვე „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს ჰქონდათ დაკავებული, რუსებმა მარტში გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიიანუკოვიჩის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.1628 ლარია