„რუსეთმა ვერ გაუბედა ნატოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური დემარში ან პროტესტი იყო“

„რუსეთმა ვერ გაუბედა ნატოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური დემარში ან პროტესტი იყო“

„რუსეთმა ვერ გაუბედა ნატოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური დემარში ან პროტესტი იყო“„რუსეთმა ვერ გაუბედა ნატოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური დემარში ან პროტესტი იყო“

 

მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში ისევ დაძაბული რჩება. ამასთან დაკავშირებით, Timer.ge აგრძელებს ქართველი ექსპერტების აზრის გაზიარებას მკითხველებისთვის. ამჯერად გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს სერგი კაპანაძესთან, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დამფუძნებელთან და დირექტორთან.

 

როგორ აისახება საქართველოზე ის სიტუაცია, რაც  დღეს გვაქვს თურქეთსა და რუსეთს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ?

 

ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პირველი და ბოლო ინციდენტი არ არის. შეიძლება,  რუსეთი და თურქეთი გავიდნენ მოლაპარაკების ისეთ ჩარჩოში, რომ თავიდან აიცილონ მდგომარეობის უფრო მეტად დაძაბვა, თუმცა ამ რეგიონში, სირიის კონტექსტში,  სავარაუდოდ, კიდევ იქნება მსგავსი შემთხვევები. ღმერთმა ნუ ქნას, სიტუაციის უკიდურესად გაუარესება ამ ორ ქვეყანას შორის, რადგან ჩვენ აუცილებლად შუაში აღმოვჩნდებით და ქვეყნის უსაფრთხოებაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

მეორეს მხრივ, თუ ასე დამთავრდა ეს ინციდენტი, თუ თურქეთმა და ნატომ რუსეთს აჩვენა და გააჩერა ამ კონკრეტული მოქმედებით, მაშინ რა თქმა უნდა, ეს კარგი გაკვეთილი შეიძლება იყოს რუსეთისთვის. დღევანდელ პერსპექტივაში, ჩვენთვის კარგი ამბავია, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რადგან რუსეთმა ვერ გაუბედა ნატოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური დემარში ან პროტესტი იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინციდენტის გარდა, ზოგადად სირიაში არსებული მდგომარეობა  ჩვენთვის იქნება სერიოზული გამოწვევა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ახლოს ვართ, მეორეც იმიტომ, რომ ჩვენგან იქ ხალხი იბრძვის, ჩვენთან არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე და მესამე – რაც მთავარია, ჩვენი პარტნიორები, დასავლეთის ქვეყნები, იბრძვიან კონკრეტული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომელშიც სამწუხაროდ, ჩვენგან წასული ადამიანებიც მონაწილეობენ. ეს უკვე ნეგატიური მომენტია, ამიტომ, საჭიროა საგარეო პოლიტიკის უფრო მეტად გააქტიურება და ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნება, რომ ჩვენც მიგვიღონ ისეთ ქვეყნად, რომელიც იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ.

გასაგებია, რომ თურქეთი ნატოს წევრია და რუსეთი ვერ გაუბედავს იმდენს, რამდენსაც, მაგალითად, საქართველოს.  შესაძლებელია, რომ რუსეთმა შური იძიოს ნატოზე ჩვენი, როგორც ნატოსკენ მსწრაფი ქვეყნის, დასჯით?

ახალი არაფერი იქნება. რუსეთს ადრეც დაუსჯია საქართველო, მითუმეტეს ჩვენს კვლევაშიც წერია, რომ არსებობს საფრთხე, პანკისში ჩაატაროს ოპერაცია იქ არსებული რაღაც ჯგუფის წინააღმდეგ. ამდენად, ჩვენი დასჯა რუსეთის მხრიდან სავსებით რეალისტურია. ზოგადად,  რუსეთისგან აგრესია მოსალოდნელია, ბოლო რამდენიმე წელია, ის ასე იქცევა –  უკრაინაშიც, აგერ სირიაშიც.

არის თუ არა იმის საშიშროება, რომ რუსეთი ეცადოს  ანტიტერორისტული ცენტრის შექნას საქართველოში, როგორც ადრე იყო?

ეგეც ძალიან კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა, რუსეთს ექნება ამის სურვილი, მას წლების განმავლობაში უნდოდა აღედგინა ანტიტერორისტული ცენტრი. მაშინ შეთანხმება ჩვენს შორის არ იყო ბოლომდე შესრულებული და მიყვანილი, ამიტომ, თუ რუსეთი დაინახავს, რომ ჩვენთან ეს გაუვა, მაშინ ის შეეცდება აღადგინოს ასეთი ცენტრი. ამ წუთში ეს რელევანტური არ არის, ბოლო დროს ამაზე საუბარი არ ყოფილა ჩვენთან, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთმა მომავალში ეს საკითხი გააქტიუროს.

 

banner
წინა სტატიაშიდიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს
შემდეგი სტატიარუსეთი სამაგიეროს გადაუხდის თურქეთს იმით, რომ აღიარებს სომხეთის გენოციდს