“რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ტერიტორიების დაბრუნებაში დახმარებით, რეგიონში მეგობრებს შეიძენს”

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გნაცხადებით, „რუსეთი უნდა დაეთანხმოს, რომ მათ მეტ ღირსებას მოუტანს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ვიდრე ომი.

 

მისი თქმით, რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაში დახმარებით, ის შეიძენს მეგობრებს რეგიონში. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ როლში, რომელიც საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ცენტრს შეუძლია შეასრულოს; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წყალობით, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში, ჩინეთი და ცენტრალური აზია დაუკავშირდება ევროპას.
გარდა ამისა, RFI-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნათქვამია: ქსოვა – მისი გასაოცარი ჰობი, მან მოწევისათვის თავის დანებების მიზნით, როგორც „დრამატული ძალისხმევის ნაწილი“ გამოიყენა. თუმცა, პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა სხვა მწეველები, რომ „ეს მათ ვერ დაეხმარებათ“.
banner
წინა სტატიაში“2008 და 2014 წლებში, MAP- ის მიუღებლობა რეგრესი იყო “
შემდეგი სტატია,,შეიძლება იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამეს ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ”