რუსეთმა ის თურქული კომპანიები დაასახელა, რომლებმაც ISIS-ს ქიმიური ნივთიერებები მიჰყიდეს

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა, ის თურქული კომპანიები დაასახელა, რომლებმიც ISIS-ისთვის ქიმიური ნივთიერებების მიყიდვით არიან დაკავებულნი. ვიტალი ჩურკინმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წერილით მიმართა, სადაც ის აღნიშნავს, რომ თურქული კომპანიები ″ისლამურ სახელმწიფოს″ ამარაგებენ ქიმიური ნივთიერებებით, რომლებსაც ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად იყენებენ. ჩურკინის წერილში მოხსენებულია შემდეგი ფირმები: „გულთაშ ქიმია“, ქიმიური და ინდუსტრიული საწარმო “ მარიქემ“ , „მეთქიმი“, „ეკმ გუბრე ვე დივერსეი ქიმია“.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ერაყის ქალაქ თიქრითსა და სირიის ქალაქ კობანიში ″ისლამური სახელმწიფოს″ მიერ განხორციელებული ტერაქტების დროს გამოყენებული ასაფეთებელი მოწყობილობების შემადგენელი ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ფირმების დასადგენად ჩატარდა ანალიზი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ აღნიშნული ნივთიერებები ან თურქეთშია წარმოებული ან მესამე ქვეყნების გავლით უკანონო გზით მოხვდა თურქეთში.
4 აპრილს ასადის დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ სირიის ქალაქ იდლიბში განხორციელებული ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.
წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/540060/Rusya__ISiD_e_kimyasal_madde_gonderen_Turk_sirketlerini_acikladi.html

banner
წინა სტატიაშიზეწოლა სტრასბურგის სასმართლოზე – გოცირიძე კობახიძეს ეთანხმება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : მე ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემას “ვის უნდა 20 ათასი”