რუსეთმა თურქეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე მოლაპარაკები შეაჩერა

ოფიციალური მოსკოვი თურქეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებს, რაც ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას უკავშირდება.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უვიზო მიმოსვლის მოლაპარაკებები უვადოდ გადაიდო.

„თურქეთმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს უსაფრთხოების კუთხით მუშაობა და მყარი გარანტიები წარმოადგინოს ყველა იმ პირის შემოწმების შესახებ, ვინც რუსეთში ჩასვლას აპირებს. ბოლო ტრაგიკული შემთხვევისა და ასევე, ამ წელს რამდენიმე ინციდენტის გამო, რუსეთი არ არის მზად, ამ ეტაპზე, უვიზო მიმოსვლაზე ისაუბროს. ამ დრომდე ძალაში რჩება რუსეთის მთავრობის რეკომენდაცია რუსი ტურისტებისთვის, რომ უსაფრთხოების მიზნით, თურქეთის ქალაქებს არ ეწვიონ“, – აღნიშნულია ინფორაციაში.

რამდენიმე თვის წინ ანდრეი კარლოვი აცხადებდა, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა არ მომხდარიყო.

რუსეთის ელჩი თურქეთში მიიჩნევდა, რომ თურქეთში უსაფთხოების ყველა ზომა გამოყენებული არ იყო.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საპატრულო პოლიციას ახალი დანაყოფი დაემატა – მოთხილამურე პატრული
შემდეგი სტატიასალომე ჩარკვიანმა ჩვენება მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ მისცა