რუსეთმა საქართველო დამოუკიდებლობის გზის არჩევის გამო დასაჯა – გიორგი მარგველაშვილი

რუსეთმა საქართველო დამოუკიდებლობის გზის არჩევის გამო დასაჯა – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, ტელეკომპანია “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

„რუსეთმა გადადგა ნაბიჯი საქართველოს ოკუპაციისკენ. რუსეთმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ მოეხდინა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია, არამედ გამოეცხადებინა ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს არის ისტორიული ანომალია და უსამართლობა. ჩვენ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ამ რეალობაში უნდა განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და უნდა შევეცადოთ, ყველაფერი ეს მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ. ჩვენ დავისაჯეთ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიყოთ დამოუკიდებლები,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიასტიქია ბათუმში – ძლიერმა ქარმა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა დააზიანა