რუსეთმა მაგალითი მისცა ჩინეთს, როგორ მოიქცეს ციმბირთან

ვგენი ჩიჩვარკინი

ვგენი ჩიჩვარკინიევგენი ჩიჩვარკინის კომენტარები უკრაინულ ტელეარხს «112»
ევგენი ჩიჩვარკინი, ბიზნესმენი, 1997 წელს მოსკოვში დაარსა “Евросети”, მობილური ტელეოფნების და აქსესუარების კომპანია, რომელიც ოთხ წელიწადში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანია გახდა და მისმა გაყიდვებმა მილიარდიან ბრუნვას მიაღწია. 2008 წელს ჩიჩვარკინზე მოსკოვში საქმე აღძრეს, ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუსეთი და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ცხოვრობს ლონდონში.
„ყირიმი მიტაცებულია არაკანონიერად, სიტუაცია ძალიან მძიმეა, და მისი მოგვარება მომავალ თაობების მოუხდებათ. ასე თუ უსე, საჭირო იქნება მოლაპარაკებები. ალბათ, არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში თავის რუქებზე არ გადაღებავს ყირიმს რუსული სამფეროვანი დროშის ფერებში.
იქნება ისეთივე სიტუაცია, როგორც იაპონიის კუნძლებთან დაკავშირებით, რომლებსაც დღესაც იაპონიის დროშის ფერებში აღნიშნავს ბევრი ქვეყანა. ეს იმიტომ, რომ არ იყო არავითარი ხელშეკრულება დადებული იაპონის და სსრკ-ს შორის, ქვეყნები არ მოლაპარაკებულან და იაპონიამ არ მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელსეკრულებას.
აქაც ასეა (უკრაინასთან დაკავშირებით). პუტინი რუსეთს დაუტოვებს ამ ავადმყოფობას. პუტინმა აჩვენა, რომ რუსეთის საზღვრები შეიძლება გადაადგილო ძალისმიერი გზებით და სრულიად უგულებელყო საერთაშორისო კანონები. ეს რეალურად კარნახობს ჩინელების, მაგალითად, როგორ უნდა მოიქცნენ ციმბირთან დაკავშირებით.
წელიწადზე მეტია, რაც ყირიმი ოკუპირებულია, აღმოსავლეთ უკრაინის სტატუს-კვო ნახევარი წელია, რაც ცნობილია და არ მესმის, რატომ არ შეკრიბა უკრაინამ ყველა ის ბიზნესმენი, ვინც დაკარგა საკუთრება და ბიზნესი ყირიმში, სხვა ოკუპირებულ რეგიონებში; არ დაიქირავებს იმავე იურისტებს, რომლებიც აიყვანეს „იუკოსის“თანამშრომლებმა, რომ მერე სასამართლოები გაავსონ საჩივრებით?
ეს იქნება უზარმაზარი სარჩელი, ბევრად მეტი, ვიდრე „იუკოსის“, 50 მილიარდზე მეტი.რატომ არ არის დაინტერესებული უკრაინის ხელისუფლება კოლექტიური სარჩელი აღძვრას კერძო საკუთრების დასაბრუნებლად, მაგ. სასტუმროების, მასანდრის ქარხნის და ა.შ. კონკრეტული ადამიანების საკუთრება გადავიდა სხვა ადამიანების ხელში. რატომ არ უჩივლებს უკრაინა სასამართლოში?“ – ევგენი ჩიჩვარკინი.

banner
წინა სტატიაშისტამბულში პროტესტანტებმა რუსეთის საკონსულოს ნაცვლად ჰოლანდიისას შეუტიეს…
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება