რუსეთმა კანადისგან მოითხოვა სირიაში მებრძოლი რუსი მფრინავების მონაცემების გაუქმება

ილია როგაჩევმა

რუსეთმა კანადის ხელისუფლებისგან მოითხოვა, რომ ინტერნეტიდან ამოიღონ რუსი მფრინავების მონაცემები, რომლებიც სირიაში იბრძვიან. რიგითი სამხედროების გარდა, საიტზე ფიგურირებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი, რომელიც რეგულარულად გამოდის ანგარიშით, სირიაში რუსეთის სამხედრო ავიაციის ბომბდამშენების მიერ შესრულებულ ფრენებზე.
„ჩვენ მივმართეთ კანადის სათანადო სტრუქტურებს, რომ აიღონ ეს მონაცემები. კანადის ხელისუფლება ჯერ ფიქრობს“ – განაცხადა ილია როგაჩევმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი გამოწვევების დეპარტამენტის დირექტორმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კონაშენკოს ფოტოზე გაკეთებული კომენტარები: სამხედრო დამნაშავე, რაკეტულ-ბომბური დარტყმების მიყენებით სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობების ორგანიზატორი…

banner
წინა სტატიაშიესპანეთის ნაპირზე ორი ტონა ჰაშიშით დატვირთული მანქანა იპოვეს
შემდეგი სტატიაამერიკელი მეხუთეკლასელები ძმრით და დარიჩინით სკოლის აფეთქებას აპირებდნენ