რუსეთმა იულია სკრიპალისა და გლუშკოვის მკვლელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის საგანოძიებო კომიტეტმა ბრიტანეთში რუსეთის მოქალაქის იულია სკრიპალის მოწამვლისა და ნიკოლაი გლუშკოვის მკვლელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
იულია სკრიპალი და მამამისი, სერგეი სკრიპალი 4 მარტის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ნიკოლაი გლუშკოვი ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი იყო. ბრიტანელმა პოლიციელებმა დღეს მიანიჭეს მის საქმეს მკვლელობის სტატუსი.

ტოქსინი, რომელმაც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა გამოიწვია, შესაძლებელია, ბრიტანეთში იულია სკრიპალმა შემოიტანა. ნერვულ-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერება, სავარაუდოდ, რუსეთიდან წამოსვლამდე იულია სკრიპალს ტანსაცმელზე მოსცხეს, ან კოსმეტიკასა და საჩუქარზე წაუსვეს, რომელიც მამასთან მიჰქონდა – ამ ვერსიაზე Telegraph-ი სპეცსამსახურში მომუშავე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ამდაგვარად, ის ვერსია, რომ სოლსბერიში კრემლის მიერ მოგზავნილი აგენტები იყვნენ ჩასულები, რომლებმაც მამა-შვილი მოწამლეს, მეორე პლანზე გადავიდა.

ბრიტანეთის ოფიციალური პირები თვლიან, რომ ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის შესახებ გადაწყვეტილება სანქცირებული იყო პირადად ვლადიმირ პუტინის მიერ – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

სოლსბერიში, მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, 130 ადამიანი დეზინფექციას გადის, მოწამვლის გამო ჩივილებით კი საავადმყოფოს 46 მოქალაქემ მიაკითხა.
ქალაქში კონკრეტულ სახლებთან და რაიონებში 24 კორდონია გაკეთებული.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვთან “კანონიერი ქურდი” გოგა ფოთელი დააკავეს
შემდეგი სტატიაშს მინისტრი ჰორსტ ზეეხოფერი: ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის