რუსეთმა ,,ისლამური სახელწიფოს,, ნავთობ-ბაზები უახლესი Су-34-ებით გაანადგურა (VIDEO)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი კარტაპოლოვის განცხადებით, რუსულმა ავიაციამ სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, ნავთობის ბაზების გასანადგურებლაფ უახლესი ბომბდამშენები Су-34-ები გამოიყენა…

რუსეთის სამხედრო სარდლობის განცხადებით, ბოლო დღეების მანძილზე განადგურებულია ისლამისტების კონტროლქვეშ მყოფი ათეულობით ნავთობის საცავი და 500-მდე ნავთობმზიდი მანქანა, რომელთაც ნავთობი სირიიდან ერაყის ტერიტორიაზე გადაჰქონდათ.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ, ,,ისლამური სახელმწიფოს,, აფეთქებული ნავთობ-ბაზების, უპილოტო თვითმფრინავიდან გადაღებული ვიდეოც გაავრცელა…

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია…
შემდეგი სტატიაწიგნი „დეზინფორმაცია (Disinformation)“