რუსეთმა “ისლამურ სახელმწიფოს” ურჩია დასავლეთს მადლობა გადაუხადოს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” დასავლეთის ქვეყნებისგან ძალიან დავალებულად უნდა გრძნობდნენ თავს, რომლებმაც რუსეთთან სპეცსამსახურების ხაზით თანამშრომლობა გაწყვიტეს – დღეს განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიუნჰენში გამართულ კონფერენციაზე.

მისი აზრით, თუკი სირიაში სიტუაციის ნორმალიზება ვერ მოხერხდება, მაშინ ტერორიზმი “ომის ახალი ფორმა გახდება, რომელშიც მთელი მსოფლიო იქნება ჩართული. ეს უბრალოდ, ომის სახეობა კი არ არის, არამედ, არის ეროვნებათაშორისი და კონფესიათაშორისი გადაწყვეტის საშუალება, კვაზისახელმწიფოებრივი მმართველობის მეთოდი” – განაცხადა მედვედევმა.

banner
წინა სტატიაშიკერი რუსეთს და ასადს სირიაში შეჭრით დაემუქრა
შემდეგი სტატია“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა ერთ საათზე ნაკლებ დროში უშედეგოდ დასრულდა