მიხეილ სააკაშვილი: როგორ გგონიათ ხალხს მოვატყუებდი, ან ერთი და იგივე სკამში ჩავხტებოდი?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2012 წლის პარლამენტის არჩევნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდი შანსი ჰქონდათ, მოეგოთ არჩევნები. მისი განცხადებით, მაშინდელ ხელისუფლებას ივანიშვილის განეიტრალება შეეძლო.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„რუსეთმა მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს არა 2008, როცა რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში 2012-ში, არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნებს წინ უძღოდა ბავშვის მკვლელობა, არჩევნებს წინ უძღოდა დადგმული ციხის კადრები,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2 -ის ეთერში მოქმედ პრეზიდენტზე და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე საუბრობს.

სააკაშვილი ამბობს, რომ მოქმედ პრეზიდენტს უფლება-მოსილებები მკვეთრად შეუკვეცეს.

“პრეზიდენტი ზის ამ სასახლეში, ორდენებით და მედლებით შეუძლია ხალხის დაჯილდოება და შეწყალების უფლებასაც პრაქტიკულად ვერ იყენებს, რომ გამოიყენოს ემუქრებიან, რომ რაღაცას უზამენ. ეს არის ამ პრეზიდენტის მთელი ისტორია. ხანდახან რამეს იტყვის და ხანდახან წაეჭორავება უცხოელებს როგორ ჩაგრავენ”– განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი პრეზიდენტობის დროს კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, რადგან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ძლიაერი მექანიზმები ჰქონოდა.

“პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე პარლამენტის მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს. მე არ ვაპირებდი არანაირ პრემიერ-მინისტრობას. არ დამჭირდებოდა კუდის ქიცინი პირდაპირ ვიტყოდი. ვთქვით რომ მერაბიშვილი იყო მაშინ პრემიერობის კანდიდატი ასეთი თუ ისეთი, მიმაჩნია რომ დიოდი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე. როგორ გგონიათ ხალხს მოვატყუებდი, ან ერთი და იგივე სკამში ჩავხტებოდი?! ხალხის მოტყუება არასდროს ყოფილა ჩვენი ამოცანა.

ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ძალიან დიდი უფლებები აქვს, თუ ვინმეს მიერ არ არის დასმული. მას შეუძლია უშიშროების საბჭო მოიწვიოს, რომელსაც ახლა აუქმებენ. ვეტოს დადების უფლება აქვს და მისი მთავარი ძალა არის ხალხი”

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: საერთაშორისო სასამართლოში თეა წულუკიანი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდა
შემდეგი სტატიაჩვენ გვქონდა რესურსი, რომ ივანიშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, გაგვესახლებინა ქვეყნიდან