რუსეთმა გაეროს თავდაცვის ხარჯების 48%-ით გაზრდის შესახებ აცნობა

რუსეთმა გაეროს თავდაცვის ხარჯების 48%-ით გაზრდის შესახებ აცნობა

5გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ 2015 წელს თავდაცვის ხარჯები სხვა წლებისგან განსხვავებით 48%-ით 1,9 ტრილიონი რუბლიდან 2,9 ტრილიონ რუბლამდე გაზარდა.

რუსეთმა ყველაზე მეტი თანხა სამხედრო-საზღვაო ძალებზე დახარჯა – 700 მილიარდი რუბლი. ეს 38%-ით მეტია, ვიდრე 2014 წელს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სამხედრო-საჰაერო ძალებში მოხდა: 66%-ით 662,4 მილიარდ რუბლამდე. სახმელეთო ძალებზე ხარჯები 19%-ით 582,5 რუბლით გაიზარდა.

დაახლოებით ერთი ტრილიონი რუბლია ნაჩვენები კატეგორიაში “შეიარაღებული ძალების სხვა სახეობები”. გაეროს სტანდარტებით, ამ გრაფაში შედის, სამხედრო ოპერაციების სწავლებები, გასამხედროებული ქვედანაყოფების ფორმირება, შიდა ძალები, ან ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სასაზღვრო სამსახური.

banner
წინა სტატიაშიინგლისში კნუტმა სარეცხის მანქანაში 60 °С-ზე გარეცხვას გაუძლო
შემდეგი სტატიაბრიტანეთი ბოლო 20 წლის მანძილზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს