რუსეთმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს იარაღით ამარაგებს

რუსეთმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს იარაღით ამარაგებს

რუსეთი, არსებული კონტრაქტების ფარგლებში, აზერბაიჯანს და სომხეთს, როგორც საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებს, იარაღის მიწოდებას გაუგრძელებს – ამის შეასხებ თავდაცით-სამრეწველო კომპლექსის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი რაგოზინმა განაცხადა – რუსული მედია წერს.
აზერბაიჯანი რუსეთისგან 2000 წელს აქტიურად ყიდულობდა იარაღს, თუმცა, ყველაზე მსხვილი კონტრაქტი 2010 წელს დაიდო, რომელიც დაახლოებით 4 მილიარდის იარაღის შესყიდვას ეხებოდა. აღნიშნული კონტრაქტით ბაქომ 100 ტანკი Т-90С მიიღო, ასევე: 100 БМП-3, 18 САУ 2С19М1 «Мста-С», 18 САУ 2С31 «Вена», 18 РСЗО 9А52 «Смерч» 18 მძიმე ТОС-1А «Солнцепек», 10 საბრძოლო მანქანა, 300 ПЗРК «Игла-С» 1500 რაკეტით და შესაბამისი ტექნიკით.

სომხეთის შესყიდვები უფრო მოკრძალებულია. ცნობილია, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ქვეყანამ Т-72Б-ის ტიპის 35 ტანკი და 110 სამხედრო მანქანა იყიდა.
მიმდინარე მომენტში რუსეთმა ერევანს 200 მილიონის კრედიტი გამოუყო რუსული იარაღის შესაძენად.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ოფშორული სკანდალის გამო კემერონის გადაყენებას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაბელგიაში დაკავებული ისლამისტი მაგიური რიტუალების ჩატარებაშია ეჭვმიტანილი