რუსეთმა და პოლონეთმა სასაზღვრო გადაადგილების გამარტივებული რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩერეს

რუსეთმა და პოლონეთმა სასაზღვრო გადაადგილების გამარტივებული რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩერეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ. თავდაპირველად საზღვრის გადაკვეთის გამარტივებულ რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება პოლონეთმა მიიღო. ვარშავამ ორმხირივ მთავრობათაშორისი შეთანხმების შეწყვეტის შესახებ რუსეთი 30 ივნისს გააფთხილა. პოლონეთის ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული ზომა ვარშავაში 8-9 ივლისს დაგეგმილი ნატო-ს სამიტისა და 26-31 ივლისს კრაკოვში დაგეგმილი ახალგაზრდობის მსოფლიო დღის გამო უსაფრთხოების გამკაცრებას უკავშირდება.

პოლონეთის გადაწყვეტილებას რუსეთმა ანალოგიური ზომებით უპასუხა.

“რუსულ მხარეს ცალმხრივი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარი კონსულტაციების გარეშე აცნობეს. ამას გარდა, გაუგებარია ვარშავასა და კრაკოვში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და იმ შეთანხმების განხორციელებას შორის კავშირი, რომლის სფეროც ვრცელდება მხოლოდ სასაზღვრო რაიონებზე. ვარშავის განცხადება დაწესებული შეზღუდვების დროებითი ხასიათის შესახებ ჩვენ მიერ გათვალისწინებულია, თუმცა ვნახოთ, როგორც იქნება ეს დაცული პრაქტიკაში”, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პოლონეთმა სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლების გადაადგილების გამარტივებული წესი უკრაინის მცხოვრებლებისთვისაც შეაჩერა.

რუსეთსა და პოლონეთს შორის უვიზო სასაზღვრო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება 2012 წლიდან მოქმედებს. შეთანხმება მხოლოდ საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობაზე ვრცელდება. კალინინგრადის ოლქისა და პოლონეთის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს მომიჯნავე ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი სასაზღვრო გადაადგილების ბარათების გაფორმება სჭირდებათ.

აღნიშნულ ბარათებს იყენებს კალინინგრადის ოლქის 300 ათასამდე მცხოვრები და პოლონეთის სასაზღვრო რაიონების დაახლოებით 50 ათასამდე მოსახლე.

banner
წინა სტატიაშიზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად, კუს ტბაში თევზი “გამბუზია” გაუშვეს
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრზიდენტის ასარჩევად მეორე ტური ჩაინიშნა