რუსეთმა აფხაზეთსა და სომხეთში ჯარების საომარი მზაობის შემოწმებები დაიწყო

რუსეთის 201 სამხედრო ბაზ

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ზონებში, მოულოდნელად, ჯარების საომარი მზაობის შემოწმებები დაიწყო. მასში დაახლოებით 6 ათასი ჯარისკაცი და 1,5 ათასი ერთეული ტექნიკა იქნება ჩართული – რუსული მედია ავრცელებს. შემოწმებები ჩატარდება რუსეთის ტერიტორიაზე – კრასნოდარის, სტავროპოლის, ასტრახანის, ვოლგოგრადის მხარეებში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ადიღენში, ასევე, სომხეთის რესპუბლიკასა და აფხაზეთის ტერიტორიაზე – ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
შემოწმების მთავარი მიზანი ტესტირებაა, თუ რამდენად არიან ჯარის ნაწილები დანიშნულებისამებრ მზად, ასევე, მათი სამხედრო მზაობის დონის დადგენა. მოულოდნელ შემოწმებაში ჩართულია 20 შტაბი და სამხედრო მმართველობის სხვა ორგანოები – წერს რუსული მედია.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტში ევროკავშირში უცხოელი პოლიტიკოსების აგიტაციის აკრძალვას ითხოვენ
შემდეგი სტატიაევროკავშირის ლიდერები თურქეთს “აზრზე მოსვლისკენ” მოუწოდებენ