“რუსეთისთვის მინიჭებული ოკუპანტის სტატუსი ყოველმხრივ გვბლოკავს, ეს ჩვენი შეზღუდვაა”

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგის მოლაპარაკების გზით მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია. ამასთანავე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპანტის სტატუსი რომელიც რუსეთს აქვს მინიჭებული და რეალობის ამსახავია, მოლაპარაკებებს ყოველმხრივ ბლოკავს:

“ყოველთვის შესაძლებელია შედეგის მოლაპარაკების გზით მიღწევა. ყოველთვის საჭიროა ამის მცდელობა. დღეს დაბლოკილი ვართ ამ კუთხითაც. ის ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რეალობის სწორი ასახვაა, ამავე დროს ჩვენ ყოველმხრივ გვბლოკავს. ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს იცავენ, ისინი თავისუფალი არიან, რომ ამ ოკუპანტს დაელაპარაკონ. და ჩვენ მხოლოდ აბაშიძის ფორმატში ვსაუბრობთ. ეს ჩვენი შეზღუდვაა, რადგან ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით მოქმედებას, ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. რომ ეს დიპლომატიურ გზა არ არის დათმობის გზა, რომ აქ უნდა იყოს ჯებირები. რომ ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები. ეს დიპლომატიური გზა შიგნით კარგად უნდა იყოს შეთანხმებული, ყველა პარტიის კონსესუსი უნდა იყოს”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ დოესში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაქართული ოცეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა