რუსეთის წარმომადგენელს ეუთოს უსაფრთხოების ფორუმზე დარბაზში მხარდამჭერი, პრაქტიკულად, არ აღმოაჩნდა

news
: news თებერვალი 23, 2016 22:46

რუსეთის წარმომადგენელს ეუთოს უსაფრთხოების ფორუმზე დარბაზში მხარდამჭერი, პრაქტიკულად, არ აღმოაჩნდა

მნიშვნელოვანი

  • "არანაირი მოულოდნელობა არ ყოფილა რუსეთის ფედერაციის ელჩის გამოსვლა. ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ამავე სცენარის ნაწილია, უბრალოდ მთავარია, რომ მარტო რჩები დარბაზში და როცა ასე ხდება, ძალიან ბევრი გაქვს საფიქრალი იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის შენი ქვეყანა და რამდენად მძიმეა განაჩენი, რომელიც შენთვის დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს აქვს გამოტანილი. ამიტომ არის ხოლმე მნიშვნელოვანი ასეთი ფორუმები. როდესაც შენ ამბობ - "სად არის აბა ოკუპაცია?!" და ამ კითხვას სრული სერიოზულობით სვამ, რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ერთი - პასუხს გაგცემენ და მეორე - აუცილებლად მარტო დარჩები დარბაზში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გამოსავალი, ეს არ არის კონფლიქტების მოგვარება, ეს არ უზრუნველყოფს ავტომატურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს, არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავალი აქვს და ამ უკეთესი მომავლისკენ ჩვენ სწორედ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად მივდივართ", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სხვა სტატიები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიაში ვიზიტს განაგრძობს. ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ძანიერისთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელი ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც “თაიმერს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მოდერნიზაციის საჭიროებაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას მან ეუთოსთან თანამშრომლობის და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თინა ხიდაშელის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და დისკუსიას უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.

“უმნიშვნელოვანესია, როდესაც საშუალება გვეძლევა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ ფორუმებში. დღეს ამ სხდომას ეუთოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოვისმინეთ უკიდურესად პოზიტიური განცხადებები ევროკავშირისგან, თავად ევროკავშირის სახელით, ასევე მისი წევრი ქვეყნების, ევროკავშირის არაწევრი სხვა ევროპული სახელმწიფოების, ჩვენი მეზობლების – სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრი ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციის ელჩის გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის წარმომადგენელს დარბაზში მხარდამჭერი, პრაქტიკულად, არ აღმოაჩნდა.

“არანაირი მოულოდნელობა არ ყოფილა რუსეთის ფედერაციის ელჩის გამოსვლა. ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ამავე სცენარის ნაწილია, უბრალოდ მთავარია, რომ მარტო რჩები დარბაზში და როცა ასე ხდება, ძალიან ბევრი გაქვს საფიქრალი იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის შენი ქვეყანა და რამდენად მძიმეა განაჩენი, რომელიც შენთვის დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს აქვს გამოტანილი. ამიტომ არის ხოლმე მნიშვნელოვანი ასეთი ფორუმები. როდესაც შენ ამბობ – “სად არის აბა ოკუპაცია?!” და ამ კითხვას სრული სერიოზულობით სვამ, რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ერთი – პასუხს გაგცემენ და მეორე – აუცილებლად მარტო დარჩები დარბაზში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გამოსავალი, ეს არ არის კონფლიქტების მოგვარება, ეს არ უზრუნველყოფს ავტომატურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს, არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავალი აქვს და ამ უკეთესი მომავლისკენ ჩვენ სწორედ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად მივდივართ”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

news
: news თებერვალი 23, 2016 22:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics