რუსეთის თავდაცვის უწყებამ თურქეთის საზღვართან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ თურქეთის საზღვართან რუსული Су-24-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დაადასტურა. ინფორმაციით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს, თუმცა მათი ადგილდმობარეობის შესახებ ინფორმაციას ამ წუთებში ადგენენ.

„დღეს, სირიის ტერიტორიაზე, სირიის რესპუბლიკაში რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავი, ავიაგამანადგურებლით, სავარაუდოდ ხმელეთიდან განხორციელებული გასროლის შედეგად ჩამოავრდა. თვითმფრინავი 6 ათასი მეტრის სიმაღლეზ იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია“ – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი მთელი ფრენის განმავლობაში სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთმა ქვეყნის ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღევისთვის რუსული თვითმფრინავი თურქული გამანადგურებლით F-16 -ით ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად ემზადება სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა ძალიან ხანმოკლე იქნება