რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სუ-24-ის შავი ყუთი დაზიანებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სუ-24-ის შავი ყუთი დაზიანებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სუ-24-ის შავი ყუთი დაზიანებულიათურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული სუ-24-ის “შავი ყუთი” დაზიანებულია. მასში მოთავსებული ინფორმაციის გადაწერა სპეციალური აპარატურით მოხდება – ამის შესახებ საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“გამომდინარე იქიდან, რომ თვითჩამწერი დაზიანებულია, მასში მოთავსებული ინფორმაციის გამოყენება სპეციალური აპაარტურით მოხდება… მიმდინარე მომენტამდე თვითჩამწერისთვის ხელი არ გვიხლია და ის იმავე მდგომარეობაში იმყოფება, როგორშიც საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნის ადგილზე აღმოვაჩინეთ” – ამბობს რუსი სამხედრო.

დრონოვის თქმით, თვითჩამწერის გასაშიფრად მოწვეული არიან ჩინელი და ინგლისელი სპეციალისტები.

ბრიფინგზე ასევე გამოცხადდა, რომ “შავი ყუთის” შედეგები 21 დეკემბერს გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებმა რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას ხმა მისცეს…
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსულ ვალზე მორატორიუმი შემოიღო