რუსეთის თავად აირჩია თავისი „მეგობრები“ და „მტრები“

mteriრუსეთის „მტრებზე“ მოდის 60% მშპ, „მეგობრებზე“ კი – მხოლოდ 15% . ამასთან რუსეთი მეგობრობს უმთავრესად სუსტად განვითარებულ ქვეყნებთან, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $3,600, და „მტრობს“ მდიდარ სახელმწიფოებს, სადაც შესაბამისად, $37,100-ია.
რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, მომხმარებელს ბევრი კითხვა გაუჩნდა: რა ეღირება პომიდორი, აკრძალავენ თუ არა თურქულ ტრიკოტაჟს? სად დაისვენონ რუსეთის მოქალაქეებმა დღესასწაულებზე თუ შვებულებების დროს? ყირიმი, უმჯობესია, არ შესთავაზოთ: 2 დეკემბერს პუტინმა ენერგოხიდის ამუშავებისას მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გათიშვები მომავალში ფრიად შესაძლებელია.
სანქციებში მოხვედრის შანსი აქვს სხვა თურქულ პროდუქტებსაც. არაა გამორიცხული, რომ ხახვი, კიტრი, ყვევილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ვაშლი, მსხალი, მარწყვი, ქათმის და ინდაურის ხორცი და ბევრი სხვაც აღმოჩნდეს რუსეთის მიერ აკრძალულ პროდუქტებში. ზოგიერთი ჯერ არ არის სიაში, მაგ. ლიმონი, რაც საღი გონების გამონათებას ადასტურებს. თურქეთი 90%-ით ამარაგებს რუსულ ბაზარს ლიმნით, მაგრამ სანქცირებული პროდუქტების სია იმდენად დიდია, რომ შეიძლება, სწრაფი ინფლაციის მიზეზი გახდეს რუსეთში. Reuters-ის მონაცემებით, ინფლაცია ჯერ მხოლოდ 14.9%.
თურქული პროდუქტები რუსულ ბაზარზე:
მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის მონაცემებით, რუსეთში, თურქეთზე მოდის იმპორტის 20%, აქედან თურქულ ბოსტნეულს და ხილს უკავია 10%. მაგრამ თურქეთიდან შემოტანილი ზოგი პროდუქტის უფრო მაღალი მაჩვენებლებიც არის: ტომატები -42%, კიტრი – 25%, ციტრუსები -27%. 2014 წელს პროდუქტების ემბარგომ გაზარდა ინფლაცია რუსეთში დაახლოებით 2 პუნქტით. „ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ ექნებათ სერიოზული პროინფლაციური ეფექტი, მაგრამ მათუ უგულებელყოფაც არ შეიძლება“ – აღნიშნა რაიფაიზენბანკის ანალიტიკოსმა მარია პომელნიკოვამ.
“ВТБ Капитала-ის ექსპერტი ალექსანდრე ისაკოვის თქმით, თურქეთში და ეგვიპტეში ფრენების დახურვა, რაც გამოიწვევს რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებას, ასევე გაზრდის ინფლაციას 0,5-08 პუნქტით. „ყოველწლიურად, ამ ქვეყნებზე მოდიოდა 7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი. თუ ამ ნაკადს რუსეთისკენ გადავამისამართებთ, ეს გამოიწვევს მგზავრობის მომსახურების გაძვირებას რუსეთში დაახლოებით 15-20%-ით“ – თვლის ალფა-ბანკის მთავარი ეკონომისტის ნატალია ორლოვა.
სანქციების გრძელვადიანი ზემოქმედება ცუდად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე. თუ გადავხედავთ ქვეყნებს, რომელთანაც რუსეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს, ვნახავთ რა მოკავშირეებიც შერჩა რუსეთს, რასაკვირველია, საკუთარი ჯარის, ფლოტის და Россельхознадзор-ის – ვეტერინალური და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის რუსეთის ფედერალური სამსახურის სახით.
ჭეშმარიტად, არაკორექტულია ქვეყნების დაყოფა მტრებად და მოყვრებად, მაგრამ რუსეთის მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწვეტილებები და ისეთი პოლიტიკური რიტორიკა ზოგიერთი ქვეყნის მიმართ, როგორიც „ზურგში დარტყმა“ „დანაშაული“, „ბაკხანალია“ და სხვ. იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ ურიგო არ იქნება თუ მტრების და მოყვრების შედარებით კლასიფიკაციას გავაკეთებთ.

„მტერი“ ქვეყნების სიის შედგენისას ჩვენ ავიღეთ ის სახელმწიფოები, რომელთა მიმართაც, ბოლო წელიწადნახევარია, რუსეთმა სანქციები შემოიტანა. თურქეთის გარდა „სპეციალური ეკონომიკური ზომები“ მინიჭებული აქვს საკმაოდ ბევრ ქვეყანას, რაც გამოწვეულია უმეტესწილად რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო და შედეგად, ამ ქვეყნების მიერ სანქციების შემოღებით რუსეთის წინააღმდეგ. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, უკრაინა, ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია, ლიჰტენშტეინი და ევროკავშირის 28-ვე წევრი.
ჩვენ არ გავაკეთეთ გამონაკლისი იმ ქვეყნებისთვის, როგორებიც არის უნგრეთი, საბერძნეთი და კიპროსი, რომელთა ნაწარმი რუსეთის კონტრსანქციებიდან არ არის ამოშლილი. არც ერთ მათგანს არ უცდია რუსეთის წინააღმდეგ შემოტანილი ევროკავშირის სანქციების ბლოკირება. უნგრეთის პრემიერმა ურბანმა ამას წინათ განაცხადა, რომ „ვეტო – ბირთვული იარაღივით არის: კარგია როცა გაქვს, მაგრამ არ უნდა გამოიყენო“, და მიუთითა, რომ პრობლემის გადაწყვეტა დამოკიდებულია გერმანიაზე. ეს განცხადება უდაოდ მეტყველებს არა მხოლოდ ანგელა მერკელის პოლიტიკურ წონაზე, არამედ ორბანის პრიორიტეტებზეც.
„მტრების“ სიაში ჩვენ ასევე დავამატეთ ქვეყნები, რომლებმაც თუმდაც უმნიშვნელო სანქციები გამოაცხადეს რუსეთის წინააღმდეგ, ან უპასუხოდ დატოვეს: იაპონია, ახალი ზელანდია და საქართველო. ამასთან, საქართველო შეიძლება მოხვედრილიყო სხვა მიზეზის გამოც: მართალია, ურთიერთობა მასთან 2008 წლის ომმა გააფუჭდა, თუმცა 2013 წელს რუსეთმა განაახლა ქართული ღვინის და მინერალური წყლების იმპორტი, მაგრამ კონქფლიქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ამოწურულად, ის უფრო „გაყინულია“.
და ბოლოს, 43 ადგილზეა ეგვიპტე. რუსეთიდან ფრენების დროებით შეჩერება გამოწვეული იყო არა პოლიტიკური მიზეზებით, არამედ უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ ის დანაკლისი, რომელსაც ეგვიპტე განიცდის ვადების მოქმედების გამო, არ შეიძლება ჩაითვალოს მეგობრულ ნაბიჯად რუსეთის მხრიდან. მეგობრებთან ასე არ იქცევიან, მაგრამ შეიძლება თურქეთთან კრიზისმა ერთგვარად გამოასწოროს სიტუაცია ეგვიპტესთან, რაც რუსეთის ტურისტებისთვის იქნება კარგი.
„მეგობრების წრე“ – როგორ განაწილდა გლობალური მშპ – მთლიანი შიდა პროდუქტი
რუსეთი და მისი მეგობრები – 15%
„ნეიტრალური“ ქვეყნები – 25%
რუსეთის „მტრები“ – 60%
ტრადიციულად, ქვეყნებს შორის მეგობრობა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში და საქონელბრუნვის ამაღლებაში გამოიხატება. მაგრამ ნავთობის ფასის ვარდნამ, რაც რუსეთის ექსპორტის ძირითადი კოზირია, ასევე დევალვაციამ და სანქციებმა ცუდი შედეგი გამოიღეს. 2015 წლის სამი კვარტალის მაჩვენებლებით, რუსეთმა საქონელბრუნვა გაზარდა მხოლოდ ბულგარეთთან, პერუსთან, ჩილესთან და პაპუა ახალ გვინეასთან. ჯამში მათზე მოდის რუსეთის საქონელბრუნვის 0,6%, აქედან 0.4% ბულგარეთზე, რომელიც ევროკავშირის ერთგული რჩება. მეტიც, ევროკავშირი რჩება რუსეთის უმსხვილეს პარტნიორად – 45% საქონელბრუნვით. შემდეგ მოდის გერმანია, ნიდერლანდები და იტალია, რომელთა ჯამობრივი წილი შეადგენს 23.4. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთიდან – 11,8%. მეხუთე ადგილზეა თურქეთი – 4.5.%.
2014 წლის 27 მარტს, გაერომ განიხილა რეზოლუცია, რომელიც არ ცნობდა რუსეთის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს ყირიმის შემოერთებასთან დაკავშირებით. მაშინ რუსეთს მხარი

დაუჭირა სომხეთმა, ბელორუსმა, ბოლივიამ, ზიმბაბვემ, ჩინეთმა, კუბამ, სირიამ და სუდანმა. თითქოს „ერთგული“ მეგობრები არიან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყველა არა.
დროებით დავიწყებას მიეცა გაზის ომები ბელუსთან, მაგრამ ის მაინც ცდილობს, სანქცირებული პროდუქტების „შეგდებას“ რუსეთში. სანქციების შედეგად დაზარალებულ მომხმარებელს მხოლოდ გაუხარდება ასეთი საქციელი, მაგრამ რუსეთის სანიტარული სამსახური, „Россельхознадзор“-ი საპირისპიროდ აფასებს სიტუაციას – ამ სამსახურმა სპეციალური ფიტოსანიტარული რეჟიმი დააწესა ბელურუსის რძის პროდუქტებზე.
მეგობრული ურთიერთობების შესამოწმებლად კიდევ ერთი კრიტერიული იქნა გამოყენებული – სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბელორუსი ჯერ კიდევ მეგობრებში რჩება. SIPRI-ს მონაცემებით, ბელორუსი დღესაც ყიდულობს იარაღს რუსეთისგან და რუსული სამზედრო ბაზებიც იქ რჩება. მაგრამ მეგობრების სიიდან მაინც ამოვარდა უნგრეთი, ეგვიპტე და ჩინეთი, რომელიც ყოველთვის თავისი ინტერესების ერთგული სახელმწიფოა.
საბოლოო ჯამში, რუსეთს „მეგობრები“, მათ შორის არიან არ აღიარებული ქვეყნებიც, ბევრად ნაკლები ჰყავს, ვიდრე „მტრები“: – 41 „მეგობარი“ სახელმწიფო 43-ს წინააღმდეგ (როგორც ზემოთ დავწერეთ, ეს დაყოფა შედარებითია). მოტანილი ციფრები ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნება, თუ ამ ქვეყნების მიერ გლობალურ მშპ-ში შეტანილ წვლილს შევადარებთ ერთმანეთთან: რუსეთსა და მის მეგობრებზე მოდის სულ 15%, მაშინ როცა „მტრებზე“ – 60%. თუ სიტუაციას ეკონომიკური კუთხით შევაფასებთ, ჩვენმა ქვეყანამ რეალურად შეძლო ურთიერთობების გაფუჭება მსოფლიოს დიდი ნაწილთან. თან, რუსეთს „მეგობრებად“ ღარიბი ქვეყნები ჰყავს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე, რუსეთის ჩათვლით, მშპ უდრის $3,600, „მტრების“ – კი $37 000. რუსეთის „საშუალო მეგობარი“ რუსეთზე 4-ჯერ ღარიბია, ამიტომ, რუსეთი იძულებულია დონორის როლი შეასრულოს მათთან ურთიერთობებში, რაც გამოიხატება მათი თანხით, რესურსებით და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში. „მეგობრებს“ მხოლოდ ისღა შეუძლიათ, რომ არაკვალიფიცირებული მუშახელით მოამარაგონ რუსეთი, რომელიც ეკონომიკური სტუაციის გაუარესების გამო სულ იკლებს. სექტემბრის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამუშაოს მაძიებელი მიგრანტების რაოდენობამ რუსეთში10% იკლო.
ეჭვს გარეშეა, რომ რუსეთის განვითარებისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა მდიდრებთან მეგობრობა, ამიტომ საჭიროა განვითარებული სახელმწიფოების „მეგობრებში“ დაბრუნება. რუსეთში დღემდე მოდის მათგან პირდაპირი ინვესტიციები. გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი – ეს ის ქვეყნებია, რომელთა ინვესტიციები ცალ-ცალკე 2-3- ჯერ აღემატება ჩინეთისას -( $267 მლნ). თუ არ აღდგება მეგობრული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან, რუსეთი თანდათან მიუახლოვდება თავისი ახლანდელი „მეგობრების“ დონეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები პროკურატურაში იკითხებიან
შემდეგი სტატიამანანა კობახიძემ “კოკაინის საქმეზე” დღეს ვრცელი განმარტება გააკეთა