რუსეთის სპეცსამსახურმა ეგვიპტეში თვითმფრინავის კატასტროფა ტერაქტად აღიარა

რუსეთის სპეცსამსახურმა ეგვიპტეში თვითმფრინავის კატასტროფა ტერაქტად აღიარა. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ერაბას 321-ის ბორტზე ერთი კილოგრამი ტროტილის ექვივალენტური ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა.

რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი ლაინერი, რომლის ბორტზეც 224 ადამიანი იმყოფებოდა, შარმ ელ შეიხიდან აფრენის შემდეგ, სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. სავარაუდოდ ბომბი ბორტზე, აეროპორტის თანამშრომელმა აიტანა.

ცნობილი ხდება, რომ ეგვიპტელმა ძალოვანებმა გამოძიების ფარგლებში, შარმ ელ შეიხის აეროპორტის ორი თანამშრომელი დააკავა.

ვლადიმერ პუტინმა სპეცსამსახურებს ტერაქტის ორგანიზატორების გამოვლენა და მათი უმკაცრესად დასჯა დაავალა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მეთაურობას სირიაზე იერიშების ინტენსივობის გაძლიერების განკარგულებაც მისცა.

banner
წინა სტატიაშიასოცირების საბჭო “აღოსავლეთ პარტნიორებს” შორის საქართველოს მოწინავე ქვეყნად აღიარებს
შემდეგი სტატია“ტერორიზმთან ბრძოლა გადავა ახალ და გადამწყვეტ ფაზაზე, საქართველოს მომავალი კი მთლიანად დამოკიდებული იქნება ამ ბრძოლის წარმატებაზე”