რუსეთის შსს-მ დაადასტურა, რომ იანუკოვიჩს თავშესაფარი მისცა

3რუსეთის შს სამინისტრომ დღეს ოფიციალურად გაავრცელა, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის ტერიტორიაზე დრობითი თავშესაფარი მისცა – დღეს უკრაინული მედია ავრცელებს პოლიტიკოსის ადვოკატის ვიტალი სერდიუკის განცხადებაზე დაყრდნობით.
“თქვენს თხოვნაზე, რომელიც 2016 წლის 4 ივლისს შემოიტანეთ, გაცნობებთ შემდეგს: უკრაინის მოქალაქეს ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებითი თავშესაფარი მიენიჭა” – მედია რუსეთის შსს-დან მიღებული წერილიდან ციტატას აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებით უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

banner
წინა სტატიაში“დღეს დოკუმენტურად დადასტურდა ყირგიზეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”
შემდეგი სტატიაჟურნალისტ ლელა ფაილოძეს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს