რუსეთის საზღვარზე რადარის კომპლექსის მშენებლობისთვის აშშ ესტონეთს $5 მილიონს გამოუყოფს

ვაშინგტონი ესტონეთს $5 მილიონს გამოუყოფს სარადარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, რომელიც განთავსდება მდინარე ნაროვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. როგორც იუწყება სააგენტო BNS, სარადარო პოზიციების მოწყობა გულისხმობს სარადარო კოშკის მშებლობას, სამეთვალყურეო კამერების, თავად რადარის, აგრეთვე კავშირგაბმულობის, დაცვის და სხვა აუცილებელი სისტებების დამონტაჟებას.
სარადარო კომპლექსი საშუალებას მისცემს ესტონეთს ბევრად უკეთ აკონტროლოს რუსეთთან მოსაზღვრე ეს ტერიტორია. “ამ კომპლექსის მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ესტონეთისთვის, ასევე ნატოსა და ევროკავშირისთვის, ამიტომ მშენებლობა რუდუნებით უნდა წარიმართოს, რათა მომავალ თაობებს დიდი ხნის განმავლობაში ემსახუროს”, – განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანდრეს ანველტმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთს აგრესორ ქვეყანას უწოდებს
შემდეგი სტატიაICAN-ს ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს