რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი დაიკეტება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თვითგამოცხადებული სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოსთან საზღვარი დაიკეტება. “მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიების გამო 17 მარტს 21.00 საათიდან საქართველოსთან საზღვარი დაიკეტება” – ნათქვამია დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ტარდება.
დროებით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გადასვლა 19 მარტს 06.00 საათიდან აღდგება.

banner
წინა სტატიაშილონდონის პოლიცია: ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი გლუშკოვიც მოკლულია
შემდეგი სტატიარა საერთოა სკრიპალისა მოწამვლასა და კიმ ჩენ ინის ძმის მოკვლას შორის