რუსეთის საპატრიარქო – პატრიარქ ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია და ამიტომ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა, პროტოიერეიმ იგორ იაკიმჩუკმა.

„უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მთლიანად ეს ისტორია საკმაოდ უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ საქართველოს გარეთ იმყოფება“, – განაცხადა იაკიმჩუკმა.

მისი თქმით, „რთულია ისტორიიდან ამგვარი შემთხვევების გახსენება“. რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიაში ჯერ არ არის ნათელი, შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს თუ ეს საინფორმაციო ბრძოლის ნაწილია.

„მიუხედავად ორ ქვეყანას შორის კრიტიკული მომენტებისა, საეკლესიო ურთიერთობებს ზიანი არ მიყენებია. პირიქით, უფრო მტკიცე ხდებოდა“, – დასძინა იაკიმჩუკმა.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე: აგონიაში ვარ, ვფიქრობდი, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი
შემდეგი სტატიაქვეყანამ ეროვნული ტრაგედია თავიდან ააცილა