რუსეთის საპასუხოდ, ევროპა თურქეთს უვიზო მიმოსვლას დაუწესებს…

2016 წლის ოქტომბრის თვიდან, თურქეთის ყველა მოქალაქეს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეეძლება… ასეთია 29 ნოემბერს ევროკავშირი-თურქეთის ბრიუსელის სამიტის შედეგი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელი მოეწერება თურქეთსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულებას, რომლის დეტალებიც ამ დროისთვის დაუზუსტებელია და რომლის  ფარგლებში თურქებისთვის მომავალი წლის ოქტომბრიდან უვიზო მიმოსვლის უფლებაც იქნება შეთანხმებული… უკვე მიღწეული შეთანხმების შედეგად, თურქეთი ვალდებულებას იღებს, რომ სირიელ არაბ ლტოლვილებს საკუთარ ქვეყანაში მიხედავს და ,,დაამაგრებს,, რისთვისაც ევროკავშირი უახლოეს ხანებში 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
,,ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ და არა მხოლოდ ლტოლვილების პრობლემის მოგვარებაში, არამედ ევროპის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის მოგვარებაში, ევროპასთან ერთად ვიქნებით. ჩვენ ევროპულ ოჯახში ყოველთვის ჩვენს წვლილს შევიტანთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ევროპის ბედი – ჩვენი ბედია,, განაცხადა, სამიტის დასრულების შემდეგ თურქეთის პრემიერმა აჰმეთ დავუთოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან თურქეთს უვიზო მიმოსვლა შეუწყდებათ რუსეთის ფედერაციაში.
www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშირუსულმა ავიაციამ სირიაში ხალხმრავალი ბაზარი დაბომბა… (ფოტოები +18)
შემდეგი სტატიარუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია…