რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტებმა აფხაზეთში 40–ზე მეტი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტებმა 2017 წელს 40–ზე მეტი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. მათი სამხედრო მზადყოფნის ინტენსიურობა გაიზარდა 15%–ით. ამის შესახებ იტყობინება რუსული სამხედრო პროპაგანდისტული ტელეარხი “ზვეზდა”.
ინფორმაციის თანახმად, არტილერისტებმა სოხუმის და ოჩამჩირის რაიონებში, აგრეთვე ადიღეს რესპუბლიკაში შეასრულეს ათასზე მეტი საცდელი გასროლა. მთელი წლის მონაცემებით, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობა მიიღო ათასამდე არტილეერისტმა, გამოყენებულ იქნა მძიმე ტექნიკის 300 ერთეული.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთი ადანაშაულებს რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში
შემდეგი სტატიაწალენჯიხის გაზიფიცირების დაქსელვის პროექტირების სამუშაოები დასრულების ფაზაში შედის