რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი პაუერს სირიაში წასვლას და სიტყვა “სირცხვილის” მნიშვნელობის გაგებას ურჩევს

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი პაუერს სირიაში წასვლას და სიტყვა

7რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გაეროში აშშ-ს წარმომადგენელს სამანტა პაუერს ურჩევს სირიაში წავიდეს, რომ “სიტყვა “სირცხვილის” მნიშვნელობა გაიგოს” – ზახაროვამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დადო.
“ძვირფასო სამანტა პაუერ, იმისათვის, რომ იცოდეთ სიტყვა “სირცხვილის” მნიშვნელობა, გირჩევთ წახვიდეთ სირიაში და იქ ხალხს დაელაპარაკოთ. არა ნუსრას წარმომადგენლებს, არა, ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელიც ასე აღელვებს ვაშინგტონს, არამედ, ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს იმის მიუხედავად, რომ უკვე თითქმის ექვსი წელია ქვეყანაში სისხლიანი ექსპერიმენტი მიმდინარეობს ვაშინგტონის შეტევებით” – წერს ზახაროვა და პაუერს სთავაზობს, სირიაში ერთად წასვლას “ჩემთან ერთად არავინ შეგეხებათ, თუკი ისევ ამერიკელებმა შეცდომით არ დაგვარტყეს. შემდეგ ამას მოიგონებთ, ამასთანავე, კარგად გაიგებთ სიტყვა “სირცხვილის” მნიშვნელობას” – წერს ზახაროვა.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საავიაციო კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით 17 სექტემბერს სირიის არმიის ნაწილები დაბომბა, რომლის შედეგადაც 62 სამხედრო დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა, მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომის დაწყებამდე აშშ-ს წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა რუსეთს ბრალი ცინიზმსა და პირფერობაში დასდო და თქვა, რომ “რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა რცხვენოდეს ასეთი სიტყვების გამო”.
პაუერის თქმით, სანამ სირიის რეჟიმი ოპოზიციურ ძალებს უტევდა, ან უფლებას არ აძლევდა ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ მოსახლეობისათვის, მოსკოვს რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია გაეროში. “მაშინ რატომ შევიკრიბეთ ამ შეხვედრაზე დღეს? იმისათვის, რომ ყურადღება იქნეს გადატანილი იმ რეალობიდან, რაც სირიაში ხდება” – განაცხადა პაუელმა და გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომას, რომელიც რუსეთმა მოიწვია, სატყუარა უწოდა.

სხდომამდე ამერიკული არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ კოალიციის ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ზე-ზორას დაბომბვა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აცნობა, რომ მიზანი სირიის არმიაა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაგადაფრენა განხორციელდა იმ რაიონებზე, რომელიც ადრე იბომბებოდა კოალიციის ძალებისგან, ასევე, ამერიკელი სამხედროს თქმით, ავიადარტყმების დაწყებამდე რუსი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ აშშ-ს გეგმებზე.

მოგვიანებით პენტაგონის პრეს-მდივანმა პიტერ კუკმა დააზუსტა, რომ ინფორმაციის მიღებისას, სადაც საუბარი იყო აშშ-ს დარტყმის სამიზნეებზე, რუსეთს შეშფოთება არ გამოუთქვამს.

რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა შესაძლებელია “შეცდომითმა კოორდინატებმა” გამოიწვია, ასევე, მათი განცხადებით, აღნიშნული ” აშშ-ს რუსეთთან ურთიერთშეთანხმებით თანამშრომლობაზე უარის პირდაპირი შედეგია”.

banner
წინა სტატიაშიობამამ შავკანიანებს მოუწოდა კლინტონს მისცენ ხმა
შემდეგი სტატია,,რუსეთში ცვლილებები არჩევნებით კი არა… კატასტროფით მოვა,,