რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სიმღერებს წერენ

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ქვეყნის საგარეო უწყების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარია ზახაროვა სიმღერების შექმნით არის დაკავებული.
რუსული წყაროების ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი და მედიასთან ამ უწყების განცხადებათა გამხმოვანებელი მარია ზახაროვა, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე წარდგენილი სიმღერის ავტორად გვევლინება. როგორც თავად ზახაროვა აცხადებს, ლექსის დაწერა და ამ ტექსტზე სიმღერის შექმნა მას 2015 წლის ნოემბერში თურქეთის მიერ სირიის საზღვართან ჩამოგდებულმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა უბიძა.
ზახაროვას ტექსტზე და კომპოზიციაზე, მაქსიმ ფადეევის მონაწილეობით შექმნილ სიმღერას ჰქვია ,,დამიბრუნეთ მეხსიერება,, (Верните память)… და მას რუსეთში ცნობილი ესტრადის მომღერალი ნარგიზი შეასრულებს. პრემიერა კი, მოსკოვის კონოფესტივალის გახსნაზე შედგება.

banner
წინა სტატიაშისირიის დაყოფა დაიწყო, რუსეთი ყაზახეთისა და ყირგიზეთის ჩართვას ითხოვს
შემდეგი სტატიაპუტინი და მედვედევი ,,როიტერის,, ნეგატივში