“რუსეთის საბოლოო მიზანი არის საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების დასმა და მისი ყველა ქმედება აქეთკენაა მიმართული”

gociridze

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს მომხრეების მობილიზების, ჩანერგილი მეხუთე კოლონის გააქტიურებისა და ეკონომიკური მექანიზმების ამოქმედების გზით.

“პუტინმა გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს და საქარველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აამოქმედოს. ამას აქამდეც გააკეთებდა, რომ არა სირიაში და სხვა არასტაბილურ ქვეყნებში რუსეთიდან წასული მეომრების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების საფრთხე. ახლა იძულებული ხდება ევროპის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის პოლიტიკას რაღაცით უპასუხოს.
პუტინის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენში საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. სინამდვილეში პოლიტიკოსებს არ უნდათ რუსეთში სამუშაოს შოვნით დაიმედებული ადამიანების განაწყენება. სიმართლე კი ის არის, რომ
უვიზო მიმოსვლა არის დიდი საფრთხე.
ძნელია გაღებულ კარზე უარის თქმა, თუმცა ნუ გადავეშვებით თავქუდმოგლეჯილები. ნელ-ნელა ევროპა გახდება ჩვენთვის ისეთივე ახლობელი, როგორიც რუსეთი და სხვა საბჭოთა რესპუბლიკები იყო თავის დოზე. ახალგაზრდა თაობისათვის, რომელიც ენის ბარიერს დაძლევს, ეს საკმაოდ მალე მოხდება.
რუსეთის საბოლოო მიზანი არის საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების დასმა და მისი ყველა ქმედება აქეთკენაა მიმართული”,- აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: დღეს პუტინმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის წინ ვამბობდით
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:სასაცილოა ყველაფერი, სასაცილოა!