აზერბაიჯანის მოქალაქემ 5 წლის გოგონა მოკლა

რუსეთის ქალაქ სოჭში 5 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამინაცვალი დააკავეს. აზერბაიჯანის მოქალაქემ 5 წლის გოგონას მკვლელობა უკვე აღიარა. სამართალდამცველებმა მას ერთ-ერთ სასტუმროში მიაგნეს. დაკავებული პოლიციას გვამის აღმოსაჩენად, სოჭის გარეუბანში ტყის იმ მასივისკენ თავად გაუძღვა, სადაც დამარხა გერი. გამოძიების ინფორმაციით, გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს 13 მარტს თავად მამინაცვალმა შეატყობინა, ხოლო შემდეგ გაუჩინარდა. უწყების ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალთან და მის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. დედა 12 მარტს საავადმყოფოში მოხვდა, მის შვილებთან კი სახლში მამინაცვალი დარჩა. დაკავებული აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ საღამოს ბავშვი ძალიან ცელქობდა და მას გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ კი დასაძინებლად გაიყვანა, დილით მამაკაცმა მაღაზიიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მწოლიარე გოგონას სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. მისივე თქმით, მან გოგონას ცხედარი ჩანთაში მოათავსა და მდინარის ნაპირას, ქვების ქვეშ დამარხა. საქმეზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიჩავუშოღლუს განცხადებები ბაქოში – ცუდი სიგნალი საქართველოსთვის
შემდეგი სტატიადაპირისპირება კრიმინალებს შორის