რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის სასურველი მოდელი აღწერა

putini111რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურვილი აქვს უკრაინა ნახოს როგორც “დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკურად და სხვა მხრივ ძლიერი იქნება”. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, რუსეთი სტაბილურ და საიმედო პარტნიორს მიიღებს” -განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა.
მან ხაზი გაუვა იმას, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა რუსეთის ეროვნული ინტერესების ნაწილია, თუმცა, მოსკოვს ცალმხრივად ამ მიზნის მიღწევა არ შეუძლია. “ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონტაქტისთვის, რომელიც პოზიტიურ შედეგამდე და იმ კრიზისის გადაწყვეტამდე მიგვიყვანს, რომელიც უკრაინაში შეიქმნა” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

დღესვე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ კიევის მიზანია მოსკოვთან “აბსოლუტურ მშვიდობას” მიაღწიოს, უკრაინის მიერ წაყენებული პირობების ფონზე.

banner
წინა სტატიაშისირიის ქალაქიდან ოპოზიციამ ამერიკელი ჯარისკაცები გაყარა
შემდეგი სტატიაერევანთან ქალაქის მერზე თავდასხმა მოხდა