რუსეთის პენ-კლუბის წევრები სავჩენკოს მხარდაჭერას უცხადებენ

რუსეთის პენ-კლუბის წევრები ასევე მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები, მთარგმნელები, რომლებიც პენ-კლუბში არ არიან გაერთიანებული, უკრაინის რადას წევრს და მფრინავს, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდაჭერას უცხადებენ და ერთობლივ წერილს აქვეყნებენ მისი განთავისუფლების მოწოდებით.
წერილის ავტორები და ხელისმომწერები თვლიან, რომ სავჩენკოს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
წერილში ასევე მოთხოვნილია, პასუხისგებაში მიეცეს სავჩენკოს საქმის მოსამართლეები, პროკურორები და მოწმეები.
ისინი მთავრობას ახსენებენ, რომ უფლებადამცველმა ცენტრმა “მემორიალმა” სავჩენკო პოლიტპატიმრად აღიარა.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს საქმე ხვალ განახლდება სასამართლოში. თვითონ მფრინავმა კი 5 დღის წინ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ უკრაინის ჰიმნი იმღერა
შემდეგი სტატიარუსეთის მოქალაქეს ამერიკაში 190 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება