რუსეთის ფედერაციისგან ყველაფერია მოსალოდნელი – ცერცვაძე

ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის განცხადებით, მისი დაკავების მიზეზი უცნობია და უმჯობესია, აღნიშნული კითხვა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთან დაისვას.

„დამაკავეს ინტერპოლის ძებნაში ხარო. რუსეთის ფედერაციისგან ყველაფერია მოსალოდნელი. უმჯობესია, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს კითხოთ რისთვის დამაკავეს. თუ ინტერპოლით ძებნილი ვიყავი, საქართველოს საზღვარზე უნდა დავეკავებინე, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ დამაკავეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო პირის გიორგი ცერცვაძის მიმართ საექტრადიციო საქმის წარმოება უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ცერცვაძე გუშინ, სასამართლო პროცესიდან უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა ბიუროკრატიული მიზეზებით სასამართლოში საჭირო დოკუმენტის დაგვიანების გამო, პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო.

ცერცვაძის გათავისუფლება დღის ბოლოს მაინც მოხერხდა.

banner
წინა სტატიაში“1339 ლარი სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდს” – სანდრა რულოვსი მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაბრიტანელს 5,5 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ არ გადაარჩინა გოგონა, რომელიც იხრჩობოდა