“რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია საერთაშორისო სასამართლოს ქმედებებით”

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია სასამართლოს ქმედებებით – ასეთია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური პოზიცია საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. პოზიცია დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დააფიქსირა და თქვა, რომ რუსეთმა გადასცა საერთაშორისო სასამართლო ყველა დოკუმენტაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ოსეთის ხალხისა და რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ადასტურებს, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.

„რუსეთმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის სისხლის სამართლის საქმის 30–ზე მეტი ტომი გადასცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხისა და რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ადასტურებს. მაგრამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ადანაშაულებს ოსებს, და უფრო მეტიც რუს სამხედროებს, ფაქტობრივად მოქმედებს აგრესორის მხარეს და გამოძიებას იწყებს თავდასხმის მსხვერპლთა წინააღმდეგ. შეუძლებელია თქვა, რომ ასეთი ქმედებები პასუხობს მართლმსაჯულების იდეალებს. რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია სასამართლოს ქმედებებით, რომელმაც მხარი დაუჭირა ბენსუდას პოზიციას. არ იქნებოდა ცუდი, თუ ის გაესაუბრებოდა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ აჩვენონ მათ ფოტო–ალბომები, იმ ადამიანების სურათები, რომლებიც მათ დაკარგეს და მოუყვნენ მათი ოჯახების, მშობლებისა და შვილების ისტორიები,“ – აცხადებს მარია ზახაროვა.

banner
წინა სტატიაში„ბიუჯეტის კორექტირება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავატარებთ რეფორმებს,”
შემდეგი სტატიაგარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს “ლიბერალ დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ეხმაურება