რუსეთის პასუხი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო – სალომე სამადაშვილი ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას აფასებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარების საკითხს აფასებს.

სამადაშვილის თქმით, პრობლემის მოგვარების გზა არ არის სირიასთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა.

მისი განცხადებით, საქართველოს აღარ აქვს ის დიპლომატიური მექანიზმები, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა აღიარების პოლიტიკას. ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის ხელისუფლების პასუხს უწოდებს.

„მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არ არის პრობლემის გადაჭრა. ჩვენ რეალურად ვდგავართ საფრთხის ქვეშ, რომ სირიის მიერ აღიარებას მოჰყვეს მსგავსი აღიარება სხვა სახელმწიფოებში. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სირიას ჰყავს თავის მოკავშირეები. ეს არის შედეგი იმის, რომ სამწუხაროდ საქართველოს დიპლომატიას არ აქვს იგივე აქტივობები, რაც ჰქონდა წლების მანძილზე, რომ შეეჩერებინა აღიარების პროცესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

“რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების პასუხი საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც არაერთხელ გაატარა ყველანაირი შეურაცხყოფა, ყველანაირი ზიანი, რომელიც რუსეთმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და დატოვა ეს უპასუხოდ,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე წუთის წინ ხობში საზარელი მკველეობა მოხდა
შემდეგი სტატიაერთ-ერთმა გარდაცვლილმა ჯერ ორი ახალგზარდა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა