რუსეთის მოქალაქეს ამერიკაში 190 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

რუსეთის მოქალაქეს ამერიკაში 190 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ფილადელფიის ფედერალურმა მოსამართლემ, პოლ დაიმონდმა საბოლოოდ უარი განაცხადა 43 წლის ბიზნესმენის, რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ხარდერის საქმის დახურვაზე, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლის მოსყიდვასა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. ხარდერის სასამართლო, რომელიც რუსეთის და გერმანიის მოქალაქეა და ასევე აქვს აშს-ში ცხოვრების უფლება, 3 მაისს გაიმართება.
იმ შემთხვევისთვის, თუკი მას წაყენებული ბრალი დაუმტკიცდება, სასამართლო თეორიულად 190 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პენ-კლუბის წევრები სავჩენკოს მხარდაჭერას უცხადებენ
შემდეგი სტატიაირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა