რუსეთის კომუნისტები” დიკაპრიოს გადასახლებას მოითხოვენ

რუსეთის კომუნისტები

ლეონარდო დიკაპრიო შემოქმედებით შვებულებაში გავიდა!“რუსეთის კომუნისტები” ჰოლივუდის მსახიობის ლეონარდო დიკაპრიოს სურვილს, ითამაშოს ლენინის როლი, ნეგატიურად გამოეხმაურნენ – ამის შესახებ პარტიის მდივანმა სერგეი მალინკოვიჩმა განაცხადა.
“მას წარმოდგენა არა აქვს ლენინის ცხოვრებაზე, თვითონ ბურჟუის ცხოვრებით ცხოვრობს. პროტესტის ნიშნად ჩვენ მისი პორტრეტი დავხიეთ და “ლენფილმში” გავაგზავნეთ წერილი-განცხადება, რომ მათ მსახიობს რეკვიზიტები არ მიაწოდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გავმართავთ” – განაცხადა რუსმა კომუნისტმა.
ამასთანავე, პარტიამ მზადყოფნა გამოთქვა მსახიობს ნება დართოს ლენინის როლი ითამაშოს, თუკი დიკაპრიო მათ რამდენიმე პირობას შეასრულებს. პირველ რიგში კი, მსახიობმა მის კუნძულ ბლეკადორ კეის სახელი უნდა გადაარქვას და დაარქვას ულიანოვსკი, სადაც ოქტომბრის რევოლუციის მუზეუმს გახსნის. მეორე – მსახიობმა მინიმუმ ნახევარი წელი უნდა იცხოვროს კრასნოიარსკის სოფელ შუშენსკოეში, სადაც ლენინი სამი წელი გადასახლებაში იყო, ასევე გადაღებებამდე მათთან გაიაროს ტრენინგი კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით.
“მას ლენინზე ფულის შოვნა უნდა – არ მივცემთ, არ დავრთავთ ნებას” – ამბობს მალინკოვიჩი.

ლეონარდო დიკაპრიომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებთ ითამაშებდა ლენინს, რასპუტინს ან პუტინს.
პეტერბურგის კინოსტუდია “ლენფილმმა” გადაღებების შემთხვევაში რეკვიზიტებით მომარაგება გადაწყვიტა. ფილმის გადაღების სურვილი კი რუსმა დეპუტატმა და რეჟისორმა ვლადიმირ ბორტკომ გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში დალაი-ლამა ჰოსპიტალიზირებულია
შემდეგი სტატიაახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა