რუსეთის ხელისუფლებას, სახელმწიფოს ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!გასაგებია, რომ რუსეთის ხელისუფლებას, სახელმწიფოს ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა, – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის მიერ ახალი თავდაცვის დოქტრინის მიღებას.
“აქ ახალი არაფერი არ არის. გასაგებია, რუსეთის სახელმწიფოს, ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა და ეს სრულიად მოსალოდნელია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა უცნაური. მოვლენები, რომლებიც ვითარდება, მაგალითად, იგივე მაკედონიაში, ძალიან კარგად აჩვენებს მის დამოკიდებულებას და განზრახვებს. თუმცა, ამასობაში თავისუფალი სამყარო საკუთარი წესებით მოქმედებს და ბუნებრივია, არ ექვემდებარება მსგავსი ტიპის შანტაჟს თუ მსგავსი ტიპის დამოკიდებულებებს.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის თანამშრომლობას, ჩვენ ვიცით, რომ ეს “ხელშეკრულებები” ხელმოწერილია, ძალაშია შესული, თუმცა ასევე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზიც გამხდარა ხშირ შემთხვევაში. ასე, რომ რუსეთი არ იცავს თავის პრინციპებს, არც სუვერენულ ქვეყნებთან მიმართებაში და არც მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, უბრალოდ იმიტომ, რომ რუსული ხელისუფლების სახე ასეთია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

banner
წინა სტატიაშიმესტიის გზაზე მგზავრებმა ღამე ზვავით ჩაკეტილ გვირაბში გაატარეს
შემდეგი სტატიატარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა